ახალი ამბები
ხონში ავტოავარიისას დაშავებული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
FaceBook
ხონში, ერთი კვირის წინ ავტოავარიისას დაშავებული 15 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გვითხრეს, რომ პაციენტი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

მანამდე მას იმერეთის რეგიონალურ კლინიკაში სასწრაფოდ გაუკეთდა ოპერაცია წვივსა და ბარძაყზე. ამის შემდეგ ოჯახის წევრების მოთხოვნით პაციენტი თბილისში გადაიყვანეს. 

15 წლის გოგონამ, რომელსაც ხონში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი დაეჯახა, ცალ თვალში მხედველობაც დაკარგა. 

ავტოსაგზაო შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, გოგონა დედასთან ერთად, ავტომობილით სახლში მიდიოდა. შუქნიშანზე მდგომ დედა-შვილის ავტომობილს დიდი სიჩქარით მოძრავი სამხედრო პიკაპი დაეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. უწყებაში არ ადასტურებენ, რომ  გოგონას სამხედრო  პირი დაეჯახა.

"რაც შეეხება, არაფხიზელ მდგომარეობას, დანიშნულია ექსპერტიზა, " - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.


ამავე თემაზე:

ხონში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი 15 წლის გოგონას დაეჯახა

გოგონამ, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი დაეჯახა, მხედველობა დაკარგა

ხონში ავტოავარიისას დაშავებული არასრულწლოვანი თბილისში გადაიყვანეს
Print