ახალი ამბები
"უნდა შევქმნათ გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი" - ირაკლი შენგელია
FaceBook
ქუთაისის საკრებულოში ახლადშექმნილ გენდერულ საბჭოს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია უხელმძღვანელებს.
შენგელიას თქმით, საბჭოს მთავრი მიზანი ქალაქის ბიუჯეტის გენდერულად დაგეგმვაა, რაც ეტაპობრივად უნდა იქნას მიღწეული.

"ქუთაისის ბიუჯეტი უნდა იყოს გენდერულად მგრძნობიარე და ამაზე ყველა ვმუშაობთ. ეს არის თანასწორობის ფინანსური მექანიზმი, რომელიც უნდა შეიქმნას და დაინერგოს", - ამბობს ირაკლი შენგელია.

შენგელია საბჭოს ხელმძღვანელად საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დაინიშნა.

"დებულების მიხედვით, საბჭოს ხელმძღვანელად, შესაძლოა, მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, კომისის ხელმძღვანელები ან მათი მოადგილეები დაინიშნონ. ვინაიდან, ქუთაისის საკრებულოში ამ თანამდებობებზე არ გახლავთ ქალბატონები, გადაწყდა, რომ მე ვყოფილიყავი თავმჯდომარე",-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

საბჭოს შემადგენლობა ჯერ არ ჩამოყალიბულა. შენგელიას თქმით, მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა, რომლებიც სხვადასხვა სფეროს წარმოამდგენლები იქნებიან.

საბჭოს ჯერ არც საკუთარი ბიუჯეტი არ აქვს, თუმცა, თავმჯდომარე ამ მიზნით ფინანსების მოძიებას არ გამორიცხავს, რომელიც მისი თქმით, საგანმანათლებლო პროექტებს მოხმარდება. საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა არაანაზღაურებადია.

გენდერულმა საბჭომ პირველი შეხვედრა მომავალ კვირაში უნდა გამართოს.

Print