ახალი ამბები
ქუთაისის ონკოლოგიურ საავადმყოფოში გარდაცვლილ პაციენტზე კომენტარს აკეთებენ
FaceBook
ქუთაისის ონკოლოგიურ საავადმყოფოში პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ.
"პაციენტი 64 წლის დიაგნოზით შარდის ბუშტის ავთისებიანი სიმსივნით შემოიყვანეს. კლინიკური ჩვენებით უტარდებოდა ოპერაცია რადიკალური ცისტექტომია. ოპერაციის მსვლელობის დროს მოხდა გულის გაჩერება. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად გულის მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა. შემთხვევას ამჟამად იკვლევს ექსპერტიზა", - ამბობს საავადმყოფოს ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგი თამარ ზაქარეიშვილი.

ბადრი ლაფერაძეს ონკოლოგიურ საავადმყოფოში ოპერავია 31 იანავრს ჩაუტარდა. გარცვლილის ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ, რადგან, თვლიან ოპერაცია არასათანადოდ ჩაუტარდა.

გარდაცვლილის შვილი დათო ლაფერაძე გვიყვება, რომ პაციენტი ონკოლოგიურში ავთვისებიანი სიმსივნის მეორე სტადიით შეიყვანეს. ის ამბობს, რომ ექიმებმა გარდაცვალების მიზეზად ოპერაციის დასრულების შემდეგ გულის პრობლემა დაასახელეს.

"ექიმებმა გვითხრეს, ოპერაციის დასრულების შემდეგ გული გაუჩერდაო. ავედი ცხედრის სანახავად და უკვე გაყინული იყო. არ გვიმხელდნენ და ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ორი საათის შემდეგ, მხოლოდ მას შემდეგ შეგვატყობინეს, რაც ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაცია პაცინეტის ჯანმართელობის მდგომარეობა ", - ამბობს დავით ლაფერაძე.

ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ოჯახი პასუხს დაახლეობით 45 დღეში ელოდება.

ლაფერაძეები ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ, რადგან ეჭვობენ, რომ ოპერაცია სათანადოდ არ ჩატარდა.

ლაფერაძეების საქმე არ ფიქსირდება ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში.  უწყება  სწორედ ასეთ  ფაქტებს სწავლობს. საჭიროების შემთხვევაში კი,  ექიმებისთვის სახელწმიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების გადაწყვეტილებასაც იღებს.  


ამავე თემაზე:

ქუთაისში პაციენტის გარდაცვალების გამო საავადმყოფოს უჩივიან
Print