ახალი ამბები
„დავითობასთან“ დაკავშირებით, ქუთაისიდან გელათის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს
FaceBook
8 თებერვალს, "დავითობასთან" დაკავშირებით, გელათში წასვლის მსურველებს 3 მიკროავტობუსი უფასოდ მოემსახურება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მიკროავტობუსები 13:00 საათიდან 15:00 საათამდე ცენტრალური მოედნიდან იმოძრავებენ.

უფასო რეისები ნახევარსაათიანი ინტერვალით შესრულდება.

დავითობასთან დაკავშირებით ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.

ღონისძიებები დილის 11 საათიდან დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება. 

Print