ახალი ამბები
ქუთაისში პაციენტის გარდაცვალების გამო საავადმყოფოს უჩივიან
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები ლაფერაძეების ოჯახი ონკოლოგიურ საავადმყოფოს უჩივის.
მათი თქმით, 31 იანვარს 64 წლის ბადრი ლაფერაძე მოულოდნელად, ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, ექიმებმა გარანტია მისცეს, რომ ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდებოდა.

გარდაცვლილის შვილი დათო ლაფერაძე გვიყვება, რომ პაციენტი ონკოლოგიურში ავთვისებიანი სიმსივნის მეორე სტადიით შეიყვანეს. ის ამბობს, რომ ექიმებმა გარდაცვალების მიზეზად ოპერაციის დასრულების შემდეგ გულის პრობლემა დაასახელეს.

"ექიმებმა გვითხრეს, ოპერაციის დასრულების შემდეგ გული გაუჩერდაო. ავედი ცხედრის სანახავად და უკვე გაყინული იყო. არ გვიმხელდნენ და ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ორი საათის შემდეგ, ხოლოდ მას შემდეგ შეგვატყობინეს, რაც ჩვენ მოვითხოვეთ პაცინეტის მდგომარეობა ", - ამბობს დავით ლაფერაძე.

ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ოჯახი პასუხს დაახლეობით 45 დღეში ელოდება.

ლაფერაძეები ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ, რადგან ეჭვობენ, რომ ოპერაცია სათანადოდ არ ჩატარდა.

რა გახდა  პაციენტის გარდაცვალების მიზეზი და რას პასუხობენ ლაფერაძეების ოჯახის ბრალდებას ონკოლოგიურ საავადმყოფში , - ამაზე ქუთაისიპოტი მუშაობას აგრძელებს. საქმის დეტალებს გარკვევისთანავე შემოგთავაზებთ.
Print