ახალი ამბები
სინოპტიკოსები არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგნტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ნალექიანი ამინდი 6 თებერვლის ჩათვლით შენარჩუნდება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა 9-14 გრადუსმადე გათბება.

"დასავლეთ საქართველოს დაბლობში ველოდებით წვიმას, ხოლო მთაში და მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვა, გამოიდარებას 7 თებერვლიდან ველოდებით" - ამბობს გარემოს ეორვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისი თქმით, 7 და 8 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 17 გრადუსამდე გათბება, ხოლო 8 თებერვალს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, 20-22მ/წმ-მდე.

სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში 9 თებერვალს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.

Print