ახალი ამბები
ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობა ერთი კვირით შეიზღუდება
FaceBook
ქუთაისში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე  (ფანჯიკიძის ქუჩა)  გზის რეაბილიტაცია დიწყო.
სამუშაოების გამო, ერთი კვირის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული
იქნება. 

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუჩაზე  ძველი ასლფალტის მთლიანი საფარის აღება მოხდა.  6 თებერვალიდან კი  წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ქუჩაზე ასფალტის ახალი ფენა  წყლის  სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიგება.






Print