ახალი ამბები
ქუთაისში "დავითობასთან" დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები
FaceBook
8 თებერვალს, მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით,  ქუთაისში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი.
დავითობის აღნიშვნა  11:00 საათზე დავით აღმაშენებლის ძეგლთან  დაიწყება, რომელსაც პატივს მიაგებენ და გვირგვინებით შეამკობენ.  ჩოხოსნები და  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლი "ადილა" კი ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს შეასრულებენ. პატივგების ცერემონიალს  კადეტთა ლიცეუმის აღსაზრდელებიც დაესწრებიან. 

12:00 საათიდან ღონისძიებები  გელათში გაგრძელდება, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის და იმერეთის მხარის წარმომადგენლები,  დავით აღმაშენებლის საძვალეს  პატივს მიაგებენ.  გელათის სამონასტრო კომპლექსში კი საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება. 

13:00 სთ. – გელათის აკადემიის შენობაში მოეწყობა  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა სახელწოდებით -"დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა". გამოფენაზე საკუთარ ნამუშევრებს სტუდნტები წარმოადგენენ. 

მოგვიანებით კი აკადემიაში საგალობლების ფესტივალი გიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: "ანჩისხატი", "აღსავალი", "იადგარი" და ბაღდათის სალოტბარო სკოლის გუნდი. 

დღის ბოლოს,  18:30 საათიდან,  ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი მესხიშვილის  თეატრში კონცერტს გამართავს.




Print