ახალი ამბები
ხონში ავტოავარიისას დაშავებული არასრულწლოვანი თბილისში გადაიყვანეს
FaceBook
ხონში, ავტოავარიისას დაშავებული
15
წლის გოგონა თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.  

"გადაუდებლად გაუკეთდა ოპერაცია წვივზე და ბარძაყზე. რაც შეეხება,  თვალის ოპერაციას, არც იყო გაკეთების მცდელობა და საჭიროება, იმიტომ რომ მთავარი შენარჩუნებულიყო სიცოცხლე, მოგვეხსნა ანტიშოკური ფაქტორები და შეგვევსო სისხლდანაკარგები, რომელიც დაახლოებით ორ-ორ ლიტრა ნახევარი იყო, თუ მეტი არა. ამ ყველაფერთან ერთად მენჯის მრავლობითი მოტეხილობებიც აღენიშნებოდა პაციენტს. ამ დღეების განმავლობაში სასიცოცხლო პარამეტრების დასტაბილურება ხდებოდა", - ამბობს იმერეთის რეგიონალური კლინიკის დირექტორი, ირაკლი გოგინავა.  

15 წლის გოგონამ, რომელსაც ხონში ორი დღის წინ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი დაეჯახა, ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.

ავტოსაგზაო შემთხვევა სამი დღის  წინ, ღამის საათებში მოხდა. თვითმხილველების თქმით, გოგონა დედასთან ერთად ავტომობილით სახლში მიდიოდა. შუქნიშანზე მდგომ დედა-შვილის ავტომობილს დიდი სიჩქარით მოძრავი სამხედრო პიკაპი დაეჯახა. თვითმხილველების  თქმით, მძღოლი სამხედრო პირი იყო.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. უწყებაში არ ადასტურებენ, რომ  გოგონას სამხედრო  პირი დაეჯახა. 

"რაც შეეხება, არაფხიზელ მდგომარეობას, დანიშნულია ექსპერტიზა, " - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.


ამავე თემაზე:


ხონში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი 15 წლის გოგონას დაეჯახა

გოგონამ, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი დაეჯახა, მხედველობა დაკარგა
Print