ახალი ამბები
ქუთაისში "ჰიპო მარკეტიდან" მიღებულმა თანხამ 1550 ლარი შეადგინა
FaceBook
გაყიდვიდან შემოსული თანხა, მთლიანად გადაირიცხება დაზარალებულთა ფონდში და ზოოპარკის დასახმარებლად.


ქუთაისში მოწყობილ "ჰიპო მარკეტზე" წარმოდგენილი ნივთებისა და სხვა პროდუქციის გაყიდვის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 1550 ლარი შეადგინა.
"ჰიპო მარკეტის" მიზანს, თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დახმარება წარმოადგენდა. ორგანიზატორთა თქმით, გაყიდვიდან შემოსული თანხა, მთლიანად გადაირიცხება დაზარალებულთა ფონდში და ზოოპარკის დასახმარებლად.

მარკეტის ორგანიზატორებმა და მასში მონაწილეობის მსურველებმა მონ პლაზირის ტერიტორიაზე გასაყიდად გამოიტანეს ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, ფოტოები, მაისურები, ჭიქები ზოოპარკის ბინადრების გამოსახულებებით. ასევე, სხვადასხვა კაფე-ბარების, დაწესებულებების მიერ მოხდა პროდუქტის გამოტანა-გაყიდვა. "ამ ინიციატივას არ ყავს ერთი ავტორი, ეს ბევრი ადამიანის და ორგანიზაციის ერთობლივი სურვილი იყო, გამოგვეტანა გასაყიდად ჩვენს მიერ დამზადებული ნივთები. შემოსული თანხა მთლიანად გადაიგზავნება თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, ასევე ცხოველთა თავშესაფრების დასახმარებლად"- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აკაკი საღინაძემ.
"ჰიპო მაარკეტი" დღეს 10:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდა.
Print