ახალი ამბები
ქუთაისელი მხატვრებისთვის 10 დღიანი გამოფენა მოეწყობა
FaceBook
ქუთაისელი მხატვრების ნამუშევრების 10 დღიანი გამოფენისთვის მერიამ 6 000 ლარად შეფასებული ტენდერი გამოაცხადა.

დოკუმენტაციის თანახმად, ადგილობრივი არტისტები თავიანთი ნახატების წარმოდგენას მიმდინარე წლის 26 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლის შეძლებენ.

ელექტრონულ შესყიდვაში გამარჯვებულმა ნამუშევრების გამოფენა გამოფენებისთვის განკუთვნილ დარბაზში უნდა უზრუნველყოს. სატენდერო პირობების თანახმად, მასში მინიმუმ ერთი გამოფენა მაინც უნდა იყოს ჩატარებული და ფართობით არანაკლებ 100 მ² იყოს.

ამასთანავე, დარბაზს გამოფენებისთვის განკუთვნილი შესაბამისი განათებითაც ჰქონდეს და ერთროულად არანაკლებ 100 ადამიანი დაიტიოს.

ტენდერში გამარჯვებული, ასევე, ვალდებულია ნამუშევრების აღწეროს და დაამზადოს ეტიკეტები, საგამოფენო აფიშა, ღონისძიების მოსაწვევის დიზაინი, გამოფენაში მონაწილე მხატვრები კი სამხატვრო მასალით, კერძოდ ფერწერული ტილოთი მოამარაგოს.

ელექტრონულ შესყიდვაზე (NAT180001720) წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 9 თებერვალს იწყება და 12 თებერვალს დასრულდება.





Print