ახალი ამბები
2 თებერვალს ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
2 თებერვალს დაგეგმილი ქსელის პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქუთაისში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება:
11:00-დან 14:00 საათამდე - 1136 აბონენტს რუსთაველის, გრიშაშვილის, გ.ტაბიძის, ჩეჩელაშვილის, დუმბაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 17:00 საათამდე - 336 აბონენტს ახალგაზრდობის, წერეთლის, მახვილაძის, ჭავჭავაძის ქუჩებზე.

14:00-დან 17:00 საათამდე - 549 აბონენტს ფალიაშვილის, ვარლამიშვილის, ლერმონტოვის, ბროსეს და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.



Print