ახალი ამბები
ქუთაისის ააიპ „სპეციალური სერვისების“ საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს
FaceBook
ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" საქმეს, რომელიც ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობას ეხება, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს.
როგორც უწყებაში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, ბრალდებულის სახით ამ ეტაპზე არავინაა გამოკვეთილი.

"გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, ბრალდებული პირი ჯერჯერობით არ არსებობს", - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.

ააიპ "სპეციალური სერვისების" მიერ ასათიანის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაცია, თავდაპირველად, ქუთაისის რაიონულ პორკურატურას ორგანიზაციის ახალმა უფროსმა, ზვიად მანდარიამ გადაუგზავნა. შედეგად, საქმეზე ძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.

როგორც ირკვევა, "სპეციალურმა სერვისებმა", რომელმაც ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 000 ლარი მიიღო, სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა. გარდა ამისა, არსებობს ეჭვი, რომ სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. პროექტის მიმდინარეობის დროს კი ააიპ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, გელა გაგუა ფინანსურ დოკუმენტებსაც არ აფორმებდა.

გელა გაგუას ტელეფონი გამორთული აქვს. არსებული ინფორმაციით, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.


ამავე თემაზე:

ააიპ „სპეციალური სერვისების“ დოკუმენტაციას პროკურატურა სწავლობს
Print