ახალი ამბები
ქუთაისში, შესაძლოა, სამედიცინო ტექსტილის ქარხანა აშენდეს
FaceBook
ქუთაისში, შესაძლოა, სამედიცინო ტექსტილის ქარხანა აშენდეს. საწარმო, სავარაუდოდ, გუგუნავს ქუჩაზე მდებარე ყოფილი ავეჯის ქარხნის იმ შენობაში მოეწყობა, რომელიც ქუთაისის მერიამ აუქციონზე გამოიტანა.
ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის, გიორგი გიორგობიანის თქმით, აუქციონის მთავარი პირობა ინვესტორის მიერ 1 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებაა.

როგორც ირკვევა, მერიას უკვე ჰყავს დაინტერესებული კომპანია, რომელიც შენობის აუქციონზე შეძენას გეგმავს.

"ეს არის ჯეოგრუპი", რომელიც დაინტერესებულია ამ შენობით. ის აპირებს საზღვარგარეთიდან ჩამოიტანოს ერთჯერადი სტერილიზებული სმაედიცინო ტექსტილის დაზგა-დანადგარები. ამასთნავე მან უნდა დაასაქმოს 20-მდე ადამიანი", - ამბოს გიორგი გიორგობიანი.

აუქციონზე შენობის საწყისი ფასი 435 000 ლარია.

Print