ახალი ამბები
1 თებერვალს ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს.
1 თებერვალს დაგეგმილი ქსელის პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქუთაისი ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
11:00-დან 14:00 საათამდე - 294 აბონენტს თამარ მეფის, ხახანაშვილის, უზნაძის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე. 14:00-დან 17:00 საათამდე - 1 აბონენტს გრიშაშვილის ქუჩაზე.

13:30-დან 14:30 საათამდე - 173 აბონენტს პუშკინის, გოგებაშვილის, ჯიბლაძის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე. 15:00-დან 16:00 საათამდე - 445 აბონენტს წერეთლის, წმინდა ნინოს, ცისფერყანწელთა, ფანჯიკიძის, გოგებაშვილის და დავით აღმაშენებლის მოედან მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.


Print