ახალი ამბები
„ევროპული საქართველო“ საკრებულოში სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის
FaceBook
"ევროპული საქართველოს" დეპუტატები ქუთაისის საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდიან, რომელმაც კორპუსებში არსებული ინფრასტრუტურული პრობლემები უნდა შეისწვალოს.
დეპუტატ მერაბ მეშველიანის თქმით, ხელისუფლება სათანადო ყურადღებას არ უთმობს ამ საკითხს, რაც რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია.

"კორპუსების სარდაფებში დგას წყალი, რამაც საბოლოოდ, შესაძლოა, ამ კორპუსებს მდგრადობასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნას. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ უფრო მეტად უნდა მიხედოს საბინაო ინფრასტრქტურას", - განაცხადა  სხდომაზე მერაბ მეშველიანმა.

ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს პროგრამა "კორპუსის" ბიუჯეტი 880 000 ლარით შეამცირა.

Print