ახალი ამბები
ქუთაისის ბიუჯეტს რგფ-დან 8 მილიონი ლარი დაემატა
FaceBook
ქუთაისის საკრებულომ, ბიუჯეტის მიღებიდან ორ კვირაში ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პირველი ცვლილება განახორციელა.
საკრებულომ რეგიონალური განვითარების ფონდიდან 8 მილიონი ლარის მიღება დაამტკიცა.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ თანხა გზების კეთილმოწყობას, პროგრამა "კორპუსსა" და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.

"ცვლილების შედეგად კორექტირება განიცადა როგორც შემოსავლებმა, ასევე, ხარჯვითმა ნაწილმა. მიღებული თანხა კი სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე გადანაწილდა", - განაცხადეს სხდომაზე.

ბიუჯეტში ცვლილების შეტანა გააპროტესტა საკრებულოს ოპოზიციამ.

"ქალაქის მერი ამბობდა, რომ  ცვლილება ბიუჯეტის მიღების შემდეგ პირველივე სხდომაზე არ მოხდებოდა. მოვუწოდებ ქალაქის მერს,  დაუბრუნდეს თავის ნათქვამს", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გია უკლებამ.

ქალაქის მერი საკრებულოს სხდომას არ ესწრება.

ცვლილების შედეგად ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტმა 61 931 000 ლარი შეადგინა.

Print