ახალი ამბები
ქუთაისის იუსტიციის სახლში "ჯასთ კაფე" გაიხსნა
FaceBook
ქუთაისის იუსტიციის სახლში, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, "ჯასთ კაფე" (Just Cafe) გაიხსნა.

"გამომდინარე იქედან, რომ საკამოდ გაზრდილი იყო რიგები ქუთაისის იუსტიციის სახლში, კაფე ჩვენს მომხმარებელს აძლევს საშუალებას დამატებით სივრცეში შეუფერხებლად მიიღონ სერვისები," - ამბობს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზნაურაშვილმა.

მისივე თქმით, კაფე გამორჩეული თავისი ორმაგი ფუქნცითაა. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ფინჯანი ყავის პარალელურად, იუსტიციის სახლის ასობით სერვისის მოთხოვნაც შეუძლია.

ასევე, მათ შესაძლებლობა აქვთ მოითხოვონ კვალიფიციური კონსულტაცია ან მზა დოკუმენტი, პასპორტი, პირადობის მოწმობა, ამონაწერი საკუთრების შესახებ და სხვა.

განაცხადის მიღებას კაფეში მყოფი ოპერატორები უზრუნველყოფენ.

ადგილზე შესაძლებელია პირადობის მოწმობისა თუ პასპორტისთვის აუცილებელი იკაოს სტანდარტების შესაბამისი ფოტოსურათის გადაღებაც, რისთვისაც კაფეში სპეციალური სავარძლები დადგეს.

ქუთაისის იუსტიციის სახლში "ჯასთ კაფე" შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღე იმუშავებს.

Print