ახალი ამბები
"არ დავუშვებთ, მერია არასამართლებრივ ქმედებაში გაეხვიოს" - ქუთაისის მერიის განცხადება
FaceBook
ქუთაისის მერიაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ კორუფციულ ფაქტზე მოქალაქის დაკავებაზე განცხადება გააკეთეს.
"კორუფციასთან ბრძოლა არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი. დღეს კორუფციულ ფაქტზე მოქალაქის დაკავება არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ არ დავუშვებთ, ქუთაისის მერია და სახელმწიფო რაიმე სახის არაკანონიერ და არასამართლებრივ ქმედებაში გაეხვიოს," - ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის შეთავაზების ფაქტზე მოქალაქე ზ.ბ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებული ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა, რომელსაც ქუთაისში, გელათის ქუჩა N191-ში მდებარე შენობაზე, პროექტის გარეშე სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით შესთავაზა 3 000 ლარი.

2018 წლის 30 იანვარს, ზ. ბ-მ მერიის წარმომადგენელს გადასცა ქრთამის სახით შეთავაზებული თანხა, 3 000 ლარი,რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის სამსახურის უფროსისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე მოქალაქე დააკავეს

Print