ახალი ამბები
ირაკლი მერკვილაძეს სერტიფიკატის მოქმედების ვადა 2013 წელს შეუჩერეს
FaceBook
ქუთაისის ახალი მეორე სამშობიაროს დირექტორს, ირაკლი მერკვილაძეს, რომელსაც ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, სერთიფიკატის მოქმედების ვადა სამი თვით ჰქონდა შეჩერებული.
საუბარია 2013 წელს საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი გოგონას საქმეზე. 

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში განგვიმარტეს რომ ექიმს, შესაბამისი სერთიფიკატის მოქმედების ვადა ხუთი წლის წინ, სამი თვით შეუჩერეს.

"ჩვენ შევისწავლეთ ეს საქმე და საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება", - ამბობს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, მარი ჟვანია.

ექიმისთვის პროფესიული საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო იღებს, რომელიც ამჟამად 25 წევრისგანაა დაკომპლექტებული. თავის მხრივ, საბჭო ამ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონის "საექიმო საქმიანობის შესახებ" 77-ე მუხლის მიხედვით ახორციელებს.

კანონის მიხედვით, ექიმს იმ შემთხვევაში უჩერდება სახელმწიფო ლიცენზია, როცა სამედიცინო რეგულურების სააგენტოდან წერილობითი გაფრთხილება წელიწადში სამჯერ აქვს მიღებული.

თუმცა, კანონით განსაზღვრული არ არის, ერთ ექიმს, ზოგადად, რამდენჯერ შეიძლება შეუჩრდეს და ისევ აღუდგეს შესაბამისი სერთიფიკატი.

ექიმ, ირაკლი მერკვილაძეს 22 წლის ვიოლეტა მატონავას გარდაცვალებაში ედება ბრალი, რომელსაც საკეისრო კვეთა გაუკეთა. დაღუპულის დედა ექიმს უყურადღებობაში ადანაშაულებდა.
ექიმის წინააღმდეგ დავა ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.


ამავე თემაზე:

საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული გოგონა და დაპატიმრებული ექიმი

ირაკლი მერკვილაძის დაკავებას ექიმები აპროტესტებენ

ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

"შეწყვიტონ სმს-ების წერა"- რას ჰყვება საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილის დედა

"სამედიცინო სფეროდან მისი ჩამოცილება სურდათ" - ირაკლი მერკვილაძის მეუღლე

Print