ახალი ამბები
ქუთაისის თვითმმართველობის თანამშრომლებს გადაამზადებენ
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაციები "ნათელი მომავალი" და "ნეოფილების კლუბი" თვითმმართველობის თანამშრომლებს ტრენინგებს ჩაუტარებენ.
ტრენინგის მიზანია 2018 წელს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებზე ინფორმირების დონის ამაღლება.

რეგიონალური ინიციატივების ცენტი "ნათელი მომავალი" სხვადასხვა სოციალურ, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს, ხოლო "ნეოფილების კლუბი" საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობს.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან ქუთაისის მერიამ და საკრებულომ თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმა.

პროექტს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი დააფინანსებს.



Print