ახალი ამბები
სათამაშო მოედნები და შეზლონგები - წყალტუბოში გაზაფხულზე გამაჯანსაღებელი მღვიმე გაიხსნება
FaceBook
წყალტუბოს რაიონის სოფელ ცხუნკურში საწურბლიას მღვიმის რეაბილიტაცია დასრულდა.
ის პირველ ვიზიტორებს ახალი ტურისტული სეზონიდან ანუ გაზაფხულზე მიიღებს. საწურბლიას მღვიმე,  რომელიც პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში, სადაც სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ.

საწურბლიას მღვიმეში ვიზიტორთა ცენტრამდე მისასვლელი გზა

ადგილზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი; ამბულატორია. მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ - აქტიურ და პასიურ ზონად გაიყო. აქტიურ ზონაში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ხოლო პასიურ ზონაში განთავსდა შეზლონგები. მღვიმე პირველ ვიზიტორებს ახალ ტურისტულ სეზონზე მიიღებს. საწურბლიას მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, პრომეთეს მღვიმიდან 2 კმ-ში მდებარეობს.
მღვიმის ბუნებრივი სამკურნალო თვისებები ჩეხი და ქართველი სპეციალისტების მიერაა შესწავლილი.

ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით დაფინანსდა. სამუშაობის განხორციელებისთვის სააგენტომ მიმდინარე წლის 25 მაისი 659 450 ლარის ღირებულების ტენდერი (NAT170005813) გამოაცხადა.

Print