ახალი ამბები
"ქვიტირში ე.წ. ჭკვიანი კამერები განთავსდება" - წყალტუბოს მერიის პასუხი მოსახლეობას
FaceBook
წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში, სადაც დღეს ადგილობრივებმა აქცია გამართეს, ე.წ. ჭკვიან კამერებს დაამონტაჟებენ.
"ე. წ. ჭკვიანი კამერები განთავსდება სოფელ ქვიტირში რესტორან "ამირანისა" და სოფელ ფარცხანაყანევში პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიებზე, რასაც ითხოვდნენ დღეს სოფელ ქვიტირში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები. ვწუხვართ, რომ აღნიშნულ მაგისტრალზე გახშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევები, სამძიმარს ვუცხადებთ 28 იანვარს ავარიის შედეგად დაღუპულის ოჯახს", - განმარტავენ  წყალტუბოს  მერიაში.

ქვიტირის მცხოვრებლებმა აქცია ცენტრალურ გზაზე "ჭკვიანი კამერების" დამონტაჟების მოთხოვნით დღეს გამართეს. მათი თქმით,  სამეთვალყურეო კამერების არ არსებობის გამო საავარიო სიტუაციები ხშირია. 

2017 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 20 ერთეული ე.წ. ჭკვიანი კამერა დამონტაჟა, რისთვისაც 71 900 ლარი დაიხარჯა. რის  მიხედვით განაწილდა  კამერები და კონკრეტულად სად არის ის განთავსებული ნახეთ ქუთაისიპოსტზე ვრცელი სტატია.

ამავე თემაზე:

"ყოველდღე ადამიანები იღუპებიან" - ქვიტირში მოსახლეობა ე.წ. ჭკვიან კამერებს ითხოვს


Print