ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ქვეწარმავლებთან "საბრძოლველად" 6000 ლარი გამოჰყო
FaceBook
ქუთაისის მერია ქვეწარმავლებთან "ბრძოლას" იწყებს. აღნიშნულის მიზნით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქვერწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

6 000 ლარის ღირებულების ტენდერში წინადადების მიღება, 22 ივნისდან იწყება და 24 ივნისამდე გაგრძლედება.
ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ აღნიშნული თანხის სანაცვლოდ, უნდა უზრუნველყოს ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მოსახლეობიდან შემოსული შეტყობინებებისა და საგანგებო სიტუაციების შემთხვევებში, ქიმიური რეპელენტის გამოყენებით ქვერწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება. სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯებულ ორგანიზაციას აღნიშნული ვალდებულება 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაეკისრება.
ქუთაისში, ხარაზოვის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივები ქვეწარმავლების გაჩენის საშიშროებაზე საუბრობენ. აღნიშნულის მიზეზი, მოსახლოების განმარტებით, მოუვლელი და გაუთიბავი სკვერია.
Print