ახალი ამბები
"ყოველდღე ადამიანები იღუპებიან" - ქვიტირში მოსახლეობა ე.წ. ჭკვიან კამერებს ითხოვს
FaceBook
ამ წუთებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში მცხოვრებლები  საპროტესტო აქციას მართავენ.
ისინი  ცენტრალურ გზაზე უსაფრთხოების  მიზნით ე.წ. ჭკვიანი კამერების დამონტაჟებას ითხოვენ. 

"ყოველდღე ძალიან რთული მდგომარეობაა. გუშინაც ქალბატონი გზაზე გადადიოა, რა დროსაც მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეტაკა და ქალი ადგილზე გარდაიცვალა. თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ, თითქმის ყოველდღე იღუპებიან ადამიანები", - აცხადებენ  ადგილობრივები. 

სოფლის მოსახლეობა  ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

2017 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 20 ერთეული ე.წ. ჭკვიანი კამერა დამონტაჟა, რისთვისაც 71 900 ლარი დაიხარჯა. რის  მიხედვით განაწილდა  კამერები და კონკრეტულად სად არის ის განთავსებული ნახეთ  ქუთაისიპოსტზე ვრცელი სტატია.
Print