ახალი ამბები
ქუთაისში ორ საბავშვო ბაღს ახალ კორპუსს მიაშენებენ
FaceBook
სკოლამდელი ასაკის ბავშვების რაოდენობის ზრდის გამო, ქუთაისის ორი ბაღის გაფართოება იგეგმება.

წელს,  კორპუსის მიშენებას მესამე და მეოთხე ბაღის  ფილიალის შენობებს გაუკეთებენ. 

სამუშაოები ნაწილობრივ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. 86 000 ლარს კი ქალაქის ხელისუფლება რეგიონალური განვითარების ფონდიდან ელოდება.

ჯამში, ორი ბაღის შენობისთვის ახალი კორპუსების მიშენებას 210 000 ლარი მოხმარდება.

ქუთაისში,  გასულ წლებში 140 აღსაზრდელზე გათვლილი ორი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. მიშენება გაუკეთდა რამდენიმე ბაღს.


Print