ახალი ამბები
სინოპტიკოსები 29 იანვრიდან ტემპერატურის კლებას პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  დღის ბოლოდან 31 იანვრის ჩათვლით, მაღალ მთაში თოვლს პროგნოზირებენ.
სინოპტიკოსების  ვარაუდით,  დასავლეთ საქართველოში დღის პირველ ნახევარში უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

"დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულებით ქარი გაძლიერდება. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და მოსალოდნელი ტემპერატურა 31 იანვრის ჩათვლით დაბლობ რაიონებში მაქსიმალური 5-7 გრადუსი სითბო იქნება, მთიან რაიონებში -1, +4 და მაღალ მთაში -6, -1", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა. 

მისივე ინფორმაციი, ორი თებერვლიდან, რამდენიმე დღით, გამოიდარებს.
Print