ახალი ამბები
შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი“, შესაძლოა, ინვესტორს გადაეცეს
FaceBook
ქუთაისის მერია, მის მიერ ახლადდაფუძნებული შპს "რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის" ინვესტორისთვის გადაცემას გეგმავს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ეს ინვესტორი, შესაძლოა, "ტორპედოს" ამჟამინდელი მეპატრონე იყოს.

"გუნდსა და სპონსორს შორის მიდის მოლაპარაკება, რომ იქნებ სტადიონიც ინვესტორს გადავცეთ. ამით დაახლოებით 200 000 ლარს დავზოგავთ", - ამბობს  ჩვენთან საუბარში იუზა უგულავა.

მერის მოადგილის თქმით, სტადიონი ახალ მეპატრონეს სიმბოლურ ფასად, დროებით მართვაში გადაეცემა.

იმ შემთხვეაში კი თუ შეთანხმება არ შედგა, ქუთაისის მერია სტადიონზე რეკლამების განთავსებას გეგმას.

"თუ ინვესტორი არ დათანხმდა ამ შეთავაზებას, თვითონ სტადიონს დავტვირთავთ რეკლამებით, რომ შპს-ს თავისი შემოსავალი გაუჩნდეს", - ამბობს იუზა უგულავა.

ქუთაისის მერიამ შპს "რამაზ შენგლიას სტადიონის" დაფინანსებისთვის 2018 წლის ბიუჯეტში 238 600 ლარი გაითვალისწინა. საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" კი,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან მას შემდეგ აღარ ფინანსდება რაც ის ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას მამის კომპანიამ აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა.

შპს "რამაზ შენგელიას სახელობის" სტადიონს ქუთაისის მერიამ წლის დასაწყისში დირექტორი და  მოადგილე დაუნიშნა. 


Print