ახალი ამბები
ავარია რუსთაველის ქუჩაზე - მძღოლი მძიმედ დაშავდა
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.

დაზარალებული მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

ავარიული შემთხვევა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.

"ამ ქუჩაზე საშინელი მოსახვევია და სწრაფად მომავალი მსუბუქი ავტომობილი ხეს დაეჯახა. ამ ხესთან ავარიები ხშირად ხდება და ეს არ არის პირველი შემთხვევა," - ამბობს რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ლანა არველაძე. ადგილობრივები ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებას ჯერ კიდევ გასულ წელს ითხოვდნენ. მათი თქმით, გზა ვიწროა და ორმხრივი მოძრაობა მრავალ ავტოსაგზაო შემთხვევას იწვევს.

მათივე ინფორმაციით, არაოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის ქუჩაზე გასულ წელს 80-მდე ავარია მოხდა.

ამავე თემაზე:

ორმხრივი მოძრაობისგან შექმნილი პრობლემები - ქუთაისში გზის გადაკეტვით იმუქრებიან (ვიდეო)

ეს ქუჩა ტრაგედიების ადგილია - რუსთაველზე მოსახლეობა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს


Print