ახალი ამბები
"სამედიცინო სფეროდან მისი ჩამოცილება სურდათ" - ირაკლი მერკვილაძის მეუღლე
FaceBook
ექიმ ირაკლი მერკვილაძის მეუღლე, რომელიც ამავე კლინიკის მეან-გინეკოლოგია, მოსამართლეზე  კონკურენტების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.
მისი თქმით, აქვთ ეჭვი, რომ სამედიცინო სფეროდან მისი ჩამოცილება სურდათ. თუმცა, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. ეკა ჩინჩალაძის თქმით, პაციენტის საკეისრო კვეთას გართულება არ მოჰყოლია.

"ვიოლეტა მატინოვამ კლინიკას სახლში გაწერიდან რამდენიმე დღეში მომართა, რადგან ჯამრთელობის მდგომარეობა არასწორი მოვლის შედეგად გაურთულდა" - ამბობს ეკა ჩინჩალაძე. 

მეან-გინეკოლოგი ამბობს, რომ პაციენტს ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა. თუმცა, მატინოვა კლინიკაში დარჩენის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და პალატიდან თვითნებურად გაიპარა.

ექიმები ასევე ყვებიან, რომ ამის შემდეგ არაერთხელ გამოიძახა ოჯახმა სასწრაფო და ისინი მატინოვას დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანს თხოვდნენ, თუმცა პაციენტი უარს აცხადებდა და რამდენიმე დღეში, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო გარდაიცვალა.

კლინიკის თანამშრომლები სპეციალური წერილობითი მიმართვის შემუშავებას, გავრცელებას და სამთავრობო სტრუქტურებისთვის გადაგზავნას გეგმავენ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის ახალი მეორე სამშობიარო საავადმყოფოს მთავარ ექიმს, ირაკლი მერკვილაძეს  26 იანვარს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

საკეისრო კვეთა ირაკლი მერკვილაძემ 2013 წლის 7 იანვარს ჩაუტარა 22 წლის ვიოლეტა მარტინოვას. პაციენტი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, მას შემდეგ რაც იგი კლინიკიდან გაეწერა. დაღუპულის ოჯახი ექიმს უყურადღებობაში სდებდა ბრალს.

ქუთაისის ახალი მეორე სამშობიაროს მთავარი ექიმის ირაკლი მერკვილაძის დაკავების გადაწყვეტილებას, მისი ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ალექსანდრე თათელიშვილმა ჟურნალისტებთან და ამავე კლინიკის ექიმებთან შეხვედრის დროს განმარტა.


ამავე თემაზე

საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული გოგონა და დაპატიმრებული ექიმი

ირაკლი მერკვილაძის დაკავებას ექიმები აპროტესტებენ

ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

"შეწყვიტონ სმს-ების წერა"- რას ჰყვება საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილის დედა
Print