ახალი ამბები
დამსაქმებლები საპენსიო რეფორმაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში დაჯარიმდებიან
FaceBook
საპენსიო რეფორმის სისტემაში ცვლილებები შევიდა.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, საპენსიო რეფორმაში დამსაქმებლის ჩართვა სავალდებულო გახდა.

რაც იმას ნიშნავს, რიმ იმ  შემთხვევაში თუ დამსაქმებელი კუთვნილი 2%-იანი  შენატანის გადახდაზე უარს განაცხადებს, ის პირველ ეტაპზე 500, ხოლო განმეორების შეთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდება.

ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალური ბაზრის განითარებისა და საპენსიო რეფორმის დაპერტამენტში აცხადებენ, რომ ცვლილება საპენსიო სისტემის დანერგვის დახვეწისთვის განხორციელდა.

"მიმდინარეობს კონკრეტული გადარიცხვების სქემის შემუშავებაზე. იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი უარს განაცხადებს საპენსიო რეფორმაში მონაწილებაზე და დასაქმებულს კუთვნილ 2% არ გადაუხდის დაჯარიმდება. ხოლო აღნიშნული თანხის გადახდა ავტომატურად მოხდება, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა, რომ ხელფასის დარიცხვასთან ერთად, თანხა საპენსიო ფონდში ავტომატურად დაირიცხოს", -  განმარტავს ჩვენთან საუბარში ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალური ბაზრის განითარებისა და საპენსიო რეფორმის დაპერტამნტის უფროსი, გიორგი ჭიჭინაძე.

მისი თქმით, ჯარიმა ან რაიმე სახის სანქციები არ გავრცელდება დასაქმებულებზე. შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, 40 წლამდე დასაქმებული ადამიანის საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო, ხოლო 40 წელს ზემოთ მყოფი პირები ნებაყოფლობითი  აგროვებენ საპენსიო კაპიტალს.

საპენსიო რეფორმის შესახებ საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს, ხოლო რეფორმის განხორციელება 2018 წლის მესამე კვარტლიდან დაიწყება.

კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო თანხის დაგროვებისთვის თანხას გადაიხდის, როგორც დამსაქმებელი ანუ კერძო კომპანიაც და ასევე, სახელმწიფო და თავად დასაქმებულიც, ანუ კერძო კომპანიაში დასაქმების შემთხვევაში დამსაქმებელი თითოეული თანამშრომლის საპენსიო ფონდში ჩარიცხავს 2%-ს ისევე როგორც, დასაქმებულიც ჩარიცხავს დასაქმებულის ანგარიშზე ერთი თვის ხელფასის 2%-ს.

რაც შეეხება, სამთავრობო სამსახურებში დასაქმებულებს, სახელმწიფო გადაიხდის 2 %-ს თავად, ამ სტრუქტურაში დასაქმებულიც გადაიხდის მისი ერთი თვის ხელფასის 2%-ს.
Print