ახალი ამბები
ქუთაისში საახალწლო დეკორაციებს ხსნიან
FaceBook
ქუთაისში საახალწლო მორთულობის დემონტაჟი მიმდინარეობს. მანათობელ აქსესუარებს ხსნიან თეთრ ხიდზე.  მიმდინარეობს ისტორიულ უბანში არსებული ნაძვის ხის დემონტაჟიც.



შემსრულებელს, რომელთანაც ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება გააფორმა, გამარტივებული შესყიდვის პირობების მიხედვით, მორთულობის დემონტაჟი 2018 წლის 19 იანვრამდე უნდა მოეხდინა. ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ინდ.მეწარმეს სინამდვილეში ვადა 25 იანვრამდე ჰქონდა. თუმცა, შემსრულებელმა ეს ვადაც დაარღვია და დემონტაჟის სამუშაოები ცენტრალურ ქუჩებში 26 იანვარს დაიწყო.

ქუთაისში საახალწლო მორთულობის მონტაჟიც გვიან დაიწყო.

საახალწლო განათებებისთვის ქუთაისის მერიამ 334 000 ლარი დახარჯა. აქედან, ძველი აქსესუარების რეაბილიტაცია-აღდგენაზე 51 000 ლარი, ხოლო ახალი აქსესუარების შესაძენად 238 000 ლარი გადაიხადა.



ამავე თემაზე:


საახალწლო ხარჯები ქუთაისში (ინფოგრაფიკა)

ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს ქუთაისში - გალა კონცერტის პროგრამა

ქუთაისში ახალი განათებების მონტაჟი დაიწყო

საახალწლო ღონისძიებების პროგრამა ქუთაისში

ქუთაისში 15 წლის წინ ნაჩუქარ ნაძვის ხეს აწყობენ

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 11 წლის წინ შეძენილ ნაძვის ხეს აწყობენ


ქუთაისის ნაძვის ხეების ისტორია (ფოტო)

მოწვეული და ფეისბუქგამოკითხვით შერჩეული მომღერლები საახალწლო კონცერტზე ქუთაისში (ვიდეო)

ჩაშლილი ტენდერი, უარი გამარტივებულ შესყიდვაზე და ბრალდებები ყოფილ ხელისუფლებას





Print