ახალი ამბები
"ქუთაისში კუნძულების მოწყობის შემდეგ ავარიები გახშირებულია"
FaceBook
"მაღლაკის დასახელებაში მას შემდეგ რაც კუნძულები გააკეთეს 8 ავარია დაფიქსირდა. კიდევ კარგი ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია".
ქუთაისში ე.წ. უსაფრთხოების კუნძულების მოწყობის შემდეგ ავარიები გახშირებულია. ამის შესახებ განმარტება "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზციის ხელმძღვანლემა, გოგი წულიამ ბრიფინგზე გააკეთა.
"მაღლაკის დასახელებაში მას შემდეგ რაც კუნძულები გააკეთეს 8 ავარია დაფიქსირდა. კიდევ კარგი ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მოვუწოდებ მერიას სადაც გასასწორეებლია იქ გაასწორონ ეს კუნძულები და სადაც საჭიროა იქ აყარონ. ეს არის თვითნებურად გაკეთებული უსაფრთხოების კუნძულები. კუნძულების გაკეთებას შესწავლა სჭირდება თუ სად რა ზომის და ფორმის უნდა იყოს", - განმარტა გოგი წულაიამ.
"თავისუფალი საქართვლოს" იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდებს შეიქმნას კომპეტენტური წევრებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის ქალაქში სად, რამდენი უსაფრთხოების კუნძული და  რამდენი შუქნიშანი არის საჭირო. ასევე, ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელების მოწყობა.
"აუცილებელია დაამატონ შუქნიშნები. ასევე, კეთილი ინებონ და გადაბელონ ხეები, სადაც არის ჩამალული არსებული შუქნიშნები", - აღნიშნავენ "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ქუთაისში სულ 10  ადგილას არის 24 ე.წ. უსაფრთხოების კუნძული. რომლის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოიყო.
მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული "კუნძულების" მოწყობა ქალაქში ბოლო პერიოდში მოჭარბებულმა მოძრაობამ გამოიწვია.



Print