ახალი ამბები
შსს-მ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შექმნა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა.

უწყებას დაქვემდებარებული დეპარტამენტის მიზანი, ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, სიძულვილით მოტივირებულ, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიების მონიტორინგი იქნება.

მონიტორინგის პროცესში დეპარტამენტი უზურნველყოფს ხარვეზების იდენტიფიცირებას და რეკომენდაციების შემუშავებას.

უწყებაში მიიჩნევენ, რომ ინციატივა მსგავსი დანაშაულების სტატისტიკას შეამცირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოაცხადა კონკურსი დეპარტამენტში 12 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ფუნქციონირებას თებერვლის ბოლომდე დაიწყებს.

Print