ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში პირადი ნომრების გასაჯაროებისთვის თანამშრომელს გაფრთხილება მიეცა
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტების პირადი ნომრების გასაჯაროებისთვის თანამშრომელს გაფრთხილება მიეცა.
ამის შესახებ სასწავლებლის რექტორმა გიორგი ღავთაძემ ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტა. 

" პასუხიმგებლობა აიღო ერთმა პირმა, რომელსაც გამოეცხადა გაფრთილება, მსგავსი შემთხვევა დარწმუნებული ვარ აღარ განმეორდება", - განაცხადა გიორგი ღავთაძემ.

მისი თქმით, სტუდენტების პირადი ნომრების გამოქვეყნებისთვის აღნიშნულმა თანამშრომელმა ახსნა-განმარტებით ბარათში დაწერა, რომ ეს სტუდენტების ინფორმირებისთვი გააკეთა.

" მეც ასე ვვარაუდობდი, იმის გამო, რომ ერთ ფაკულტეტზე იდენტური სახელის და გვარის მქონე სტუდენტებს, არ არეოდათ ინფორმაცია მოხდა დაკონკრეტება. იგივე განაცხადა ჩვენმა თანამშრომელმაც", - ამბობს გიორგი ღავთაძე.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პირადი ნომრები საინფორმაციო დაფაზე იყო გამოკრული. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში იმ პირთა მონაცემები იყო წარმოდგენილი, რომლებსაც სწავლის თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი დროებით შეუჩერდათ.

ფაქტზე მოკვლევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატმა დაიწყო. თავისმხრივ სტუდენტების პირადი ნომრების გამოქვეყნებაზე წერეთლის უნივერსიტეტში საქმის მოკვლევა დაიწყო ხოლო პირადი ნომრები იმ დღესვე ჩამოხსნეს.



ამავე თემაზე:

წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტების პირადი ნომრები ჩამოხსნეს - საქმეზე მოკვლევა დაიწყო


წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტების პირადი ნომრები გამოაქვეყნეს


Print