ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტით გასულ წელს 405 ათსმა მგზავრმა ისარგებლა
FaceBook
ქუთაისის,  დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 405 ათსმა მგზავრმა ისარგებლა.  აეროპორტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ეს მონაცემები მეტია 2016 წელთან შედარებით. მათივე ინფორმაციით, 31% - ით არის გაზრდილი განხორციელებული რეისების რაოდენობაც. რადგან 2017 წელს აეროპორტი 1628 რეისსი განხორციელდა. 

ქუთაისის აეროპორტიდან ფრენისთვის ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ ავიაკომპანია ვიზეარის ვებგვერდზე: www.wizzair.com

ამ დროისთის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ვიზეარი" ბერლინის, მემინგემის, დორტმუნდის, ლონდონის, მილანის, თესალონიკის, ლარნაკას, სოფიას, ბუდაპეშტის, ვილნიუსის, ვარშავასა და კატოვიცეს მიმართულებით ახორციელებს.

"ვიზეარი" ქუთაისში 2012 წლიდან ოპერირებს.





Print