ახალი ამბები
ქუთაისის მერია ბოდიშს იხდის
FaceBook
ქუთაისში წყლის სისტემის მოწესრიგებაზე პასუხიმგებელი კომპნია ,,ეს ემ კა" ნინოშვილის ქუჩიდან დუმბაძის ქუჩამდე, ასევე გრიშაშვილის ქუჩის ნაწილზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. კეთილმოწყობითი სამუშაოები 20 დღე გაგრძელდება.

"კომპანია ,,ეს ემ კა" იღებს ვალდებულებას დუმბაძის და გრიშაშვილის ქუჩაზეც მალევე აღადგინოს დაზიანებული გზის საფარი. აღნიშნული სამუშაოები ემსახურება იმას, რომ ქალაქი მიმდინარე წელს სრულად გადავიდეს 24 საათიან წყალმომარაგებაზე და ქუთაისში ეს პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრას. ქუთაისის მერის განცხადებით, ის მაქსიმალურად გააკონტროლებს სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას, იმისთვის რომ მოსახლეობას დამატებითი დისკომფორტი არ შეექმნას. ქუთაისის მერია ბოდიშს უხდის ქუთაისელებს წყალმომარაგების მიმდინარე სამუშაოების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია მერიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 


Print