ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორმა და მისმა მოადგილემ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი დაარღვიეს
FaceBook
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, საჯარო მოხელეებმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი უნდა დაიცვან.

კერძოდ, კანონის მიხედვით საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული (პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და ინტერესებისათვის გამოიყენოს. საჯარო მოსამსახურეს ასევე, უფლება არ აქვს, სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მონაწილეობა მიიღოს აგიტაციასა და წინასაარჩევნო კამპანიაში. საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერი ან საწინააღმდეგო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

"მოხელე სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით, რომელიც გულისხმობს მის ვალდებულებას, სამუშაო საათებში თავი შეიკავოს პოლიტიკური აქტივობისაგან საჯარო სამსახურის მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია "საჯარო სამსახურის შესახებ " საქართველოს კანონის 68-ე მუხლში.

იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძისა და მისი პირველი მოადგილის,  გრიგოლ დალაქიშვილის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის სანომრე ნიშნები IM-041-GD-თა და GD-041-IM-ით შეიცვალა.

სახელმწიფო-რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატის უფროსი, გოჩა გაბუნია ირწმუნება, რომ ამას პოლიტიკურ აგიტაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი თქმით,  სახელმწიფო სანომრე ნიშნების ცვლილება იმერეთის რეგიონში სხვადასხვა დროს სტიქიის პირობებში ავტომანქანების გადაადგილებისას სანომრე ნიშნების დაკარგვამ გამოიწვია.

"041 არ არის პოლიტიკური ციფრი, პოლიტიკურია 41. ეს ნომრები შემთხვევით შეირჩა", - ამბობს გოჩა გაბუნია.

საერთო ჯამში,  სანომრე ნიშნების შეცვლაზე 250 ლარი დაიხარჯა.


ამავე თემაზე:


"ოცნების" რიცხვი იმერეთის გუბერნიის მაღალჩინოსნების ავტომანქანების სანომრე ნიშნებად
Print