ახალი ამბები
ყაჩაღობა "საქართველოს ბანკში" - დაჭრილია ერთი ადამიანი
FaceBook
ქუთაისში, "საქართველოს ბანკში"  დაყაჩაღების დროს ერთი ადამიანი დაჭრეს.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე, ფილიალში მოხდა.

"რამდენიმე ადამიანი შესულა დაყაჩაღების მიზნით. წინააღმდეგობა გაუწიეს თავდამსხმელებს და ერთი ადამიანი არის დაჭრილი. თუმცა, არ ვიცი ეს ბანკის რიგითი თანმაშრომელია თუ დაცვის. არც ის ვიცი მოასწრეს თუ არა რამის წაღება", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში თაბუკაშვილის ქუჩის მკვიდრი.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

Print