ახალი ამბები
ბაღდათში გაფიცულმა მძღოლებმა პოლიციის შენობა დატოვეს
FaceBook
ბაღდათში მიკროავტობუსების გაფიცული მძღოლები მუშაობას 23 იანვრიდან გააგრძელებენ. მძღოლებმა, რომლებიც ფიზიკური შეურაცხყოფის გამო ამ დრომდე პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ, შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.

ბაღდათში მიკროავტობუსების მფლობელი სააქციო საზოგადოება "ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს" დირექტორი, დავით კიკნაველიძე აცხადებს , რომ მძღოლები ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ მუშაობას.

"ხვალ გაგრძელდება ძველი რეჟიმით მუშაობა, თუმცა მე მიმდინარე კვირის ბოლოს ჩავნიშნე თათბირი, სადაც გადაწყდება შეიკვეცება ეს გრაფიკი, შესწორდება თუ რა მოხდება. მანამდე ვდებ პირობას არ მოხდება არავითარი შეფერხება", - აცხადებს ჩვენთან საუბარში სააქციო საზოგადოება "ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს" დირექტორი, დავით კიკნაველიძე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სამარშუტო ხაზის მძღოლები 22 იანვარს დილით გაიფიცნენ.

დილით ბაღდათიდან ქუთაისში მოვდიოდი, მაგრამ მძღოლმა ჩამოგვსვა ბაღდათის ცენტრში. ყველა მძღოლი გაფიცული არის და მეც უნდა შევუერთდეო. თუ რატომ გაიფიცნენ მიზეზი არ უთქვამს, მხოლოდ ის თქვა, რომ სოფელ დიმში არიანო და იქ მივდივარო", - ამბობს ჩვენთან საუბარში მგზავრი, რევაზ ბურჯალიანი.

არსებული ინფორმაციით,გრაფიკის არევის გამო დაწყებული გაფიცვის დროს ქუთაისი-ბაღდათის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ხაზის მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რის გამოც, ისინი პოლიციაში იყვენ გადაყვანილი. საქმეზე მოკველავას შინაგან საქმეთა სამინისტრო 126 მუხლით აწარმოებს.


ამავე თემაზე:


ბაღდათში გაფიცული მძღოლები პოლიციაში გადაიყვანეს

ბაღდათში მძღოლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე შსს მოკვლევას აწარმოებს

Print