ახალი ამბები
ხარაგაულში, რკინიგზის გვირაბში მუშაობა შეჩერებულია
FaceBook
ხარაგაულში, სადაც რკინიგზის გვირაბი გაჰყავთ მუშაობა შეჩერებულია.

ადგილზე დასაქმებული მუშების განმარტებით, დილით ორი აფათქება მოხდა და მათი გაფრთიხლება მხოლოდ პირველი შემთხვევის წინ მოხდა. 

"უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია. სადენები წყალში ყრია, რამაც ნებისმიერ დროს შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვიოს", - ამბობს სამუშაოზე ერთ-ერთი დასაქმებული, გიორგი კიკნაძე.

ხარაგაულის სოფელ, ბეჟათუბანში დღეს გვირაბი ააფეთქეს, რომლის შედეგად  სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული თბილისის საავადმფოში არის გადაყვანილი, ხოლო ორს ხაშურის საავადმყოფოში მკურანლობენ. 

ხარაგაულის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის სამუშაოებზე 60-მდე დასაქმებული 15 იანვარს გაიფიცა.

ხოლო 18 იანვარს მუშებმა სამუშაობი განაახლეს. ხარაგაულში მუშები 2016 წელსაც გაიფიცნენ. ისინი მაშინაც მძიმე და გაუსაძლის სამუშაო პირობებს უჩიოდნენ.

გაფიცული მუშების მოთხოვნა უცხოურ კომპანიისგან (ჩინური) სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო.

გაფიცულები მაშინ აცხადებდნენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდებოდა, ვიდრე დამსაქმებლები მათ ინტერესებს არ გაითვალისწინებდნენ. თუმცა, ოთხდღიანი პროტესის შემდეგ სამუშაოს ისევ დაუბრუნდნენ.


ამავე თემაზე:

ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ხარაგაულში გაფიცული მუშები მუშაობას განაახლებენ

"მუშებმა ამ აფეთქების შესახებ არ იცოდნენ" - პროფკავშირები ხარაგაულში მომხდარ აფეთქებაზე

Print