ახალი ამბები
"მუშებმა ამ აფეთქების შესახებ არ იცოდნენ" - პროფკავშირები ხარაგაულში მომხდარ აფეთქებაზე
FaceBook

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ინფორმაციით, გვირაბის აფეთქების შესახებ მუშებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.


"ადგილობრივი დასაქმებულის ცნობით: გვირაბში, ორი სოფლის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მოხდა შემთხვევა. სოფელ ბეჟათუბნის მხრიდან მოხდა აფეთქება, როგორც გაირკვა, მეორე მხარეს მყოფმა მუშებმა ამ აფეთქების შესახებ არ იცოდნენ, არ მოხდა მათი გაფრთხილება, რის გამოც, ეს ადამიანები მძიმედ დაშავდენ" - ნათქვამია პროფავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი ცნობით, დაშავებულია 61 წლის დავით მელქაძე ის სამედიცინო დახმარების მანქანით თბილისში გადაყავთ. ხოლო 58 წლის ფირუზ გოგნაძეს და 45 წლის ნიკოლოზ კაკიაშვილს ხერხემლისა და ზურგის ტრამვით, კიდურების მოტეხილობით ხაშურის საავადმყოფოში უტარდებათ მკურნალობა.

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სადაც რამდენიმე დღის წინ მუშების გაფიცვა მიმდინარეობდა, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა დღეს დილით მოხდა. ადგილზე რკინიგზელთა პროპკავშირის წარმომადგენლები იმყოფებიან, მათი თქმით,  ადგილზე ამ შემთხვევაშიც  დარღვეული იყო უსაფრთხოების ნორმები. 

საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ობიექტი ჩინეთის რკინიგზის 23 ე ბიუროს ეკუთვნის და მომხდარზე განმარტებას არ აკეთებენ.

"ეს ობიექტი ეკუთვნის ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს. ეს ადამიანები აღნიშნულ კომპანიაში არიან დასაქმებულნი და მათ უნდა დაუკავშირდეთ", - ამბობს დაჩი ცაგურია.

ხარაგაულის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის სამუშაოებზე 60-მდე დასაქმებული 15 იანვარს გაიფიცა.

ხოლო 18 იანვარს მუშებმა სამუშაობი განაახლეს. ხარაგაულში მუშები 2016 წელსაც გაიფიცნენ. ისინი მაშინაც მძიმე და გაუსაძლის სამუშაო პირობებს უჩიოდნენ.

გაფიცული მუშების მოთხოვნა უცხოურ კომპანიისგან (ჩინური) სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო.

გაფიცულები მაშინ აცხადებდნენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდებოდა, ვიდრე დამსაქმებლები მათ ინტერესებს არ გაითვალისწინებდნენ. თუმცა, ოთხდღიანი პროტესის შემდეგ სამუშაოს ისევ დაუბრუნდნენ.


ამავე თემაზე:

ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ხარაგაულში გაფიცული მუშები მუშაობას განაახლებენ

Print