ახალი ამბები
სინოპტიკოსები ცივ და ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, 22-23 იანვარს ქუთაისში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. თუმცა, გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 17-22 მ/წმ-ში.

"24 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში კი მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს და მოსალოდნელი 5- 9 გრადუსი სითბო",  - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნალექიანი ამინდი დასავლეთ საქართველოში 25 იანვარსაც შენარჩუნდება. 25 – 28 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +1, +6 გრადუსამდე დაიკლებს.



Print