ახალი ამბები
ნავენახევის მღვიმის გახსნა გაზაფხულზე იგეგმება
FaceBook

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარე ნავენახევის მღვიმე ვიზიტორებს 2018 წლიდან მიიღებს.


ადგილზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.

ნავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4-დარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 1980-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა. თუმცა, მოგვიანებით, ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო, ის ტურისტებისთვის დაიკეტა.

ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 980 000 ლარით დაფინანსდა.



ნავენახევის მღვიმის ტერიტორიაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით მარკოზაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მან ტურისტული ინფრასტრუქტურა ადგილზე დაათვალიერა.

ნავენახევის მღვიმის ვიზიტორთა ცენტრის და ტურისტული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი 2017 წლის 15 ივნისს გამოცხადდა. ტენდერში გაიმარჯვა შპს „მტმ“-მ, რომელმაც მღვიმის ტერიტორიაზე მუშაობა გასული წლის აგვისტოში დაიწყო.


ამავე თემაზე:

როგორი იქნება ნავენახევის რეაბილიტირებული მღვიმე (ფოტო)

 

Print