ახალი ამბები
ამერიკაში გარდაცვლილი ქართველი მამაკაცის გადმოსვენებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს
FaceBook
საქართველოს საგარეო სამინიტროში განმარტავენ, რომ საკონსულო დეპარტამენტი მუდმივ კავშირზეა გარდაცვლილის დავით კანდელაკის ოჯახთან. უწყებაში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, რომ ისინი გადმოსვენებაზე მუშაობენ. 

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს ვკითხეთ, ვინ უზრუნველყოფს გარდაცვლილის გადმოსვენების ხარჯებს, რადგან  21 იანვარს ვებსაიტ Gofundme.com - ზე განცხადება გამოქვეყნდა, სადაც დავით კანდელაკის სამშობლოში გადმოსასვენებლად თანხას აგროვებდნენ.

უწყებაში განმარტეს, რომ აღნიშნული განცხადება მალევე შეიცვალა ვებსაიტიდან და გადმოსვენების ხარჯებს, როგორც ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში სამინისტრო დაფარავს. 

დავით კანდელაკი ამერიკის შეერთებულ შტატებში 12 წლის წინ ჩავიდა. მიმდინარე წლის 17 იანვარს ის ქალაქ ლუსვილში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. მას ახალგაზრდა მეუღლე და ორი წლის ორი ტყუპები დარჩა.


ამავე თემაზე:

ამერიკაში ქართველი ექიმი ბინაში მოკლული იპოვეს

ამერიკაში მოკლული ქუთაისელის გადმოსასვენებლად თანხას აგროვებენ

"ტრაგედია დატრიალდა" - რას ჰყვებიან ამერიკაში მოკლული მამაკაცის მეზობლები
Print