ახალი ამბები
კულტურის განყოფილება ტრანსპორტით მომსახურებისთვის 50 000 ლარამდე ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის განყოფილება, ავტობუსითა და მიკროავტობუსებით მომსახურებითვის 50 000 ლარამდე თანხას დახარჯავს.

ქუთაისის მერიამ უკვე გამოაცხადა 48 200 ლარის ღირებულების ტენდერი (NAT 180000891).  სახელმწიფო შესყიდვაში გამარჯვებულმა კომპანიამ, ქუთაისის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე ტრანსპორტით მომსახურება უნდა უზრუნველყოს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტრანსპორტი უნდა იყოს უზურნველყოფილი გათბობითა და კონდიცირების სისტემით, ასევე, ტელევიზორით.

გამარჯვებულმა კომპანიამ, ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებას მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაუწიოს.



Print