ახალი ამბები
ამერიკაში ქართველი ექიმი ბინაში მოკლული იპოვეს
FaceBook
ამერიკაში, ქალაქ ლუისვილში პოლიციამ დავით კანდელაკთან ერთად 30 წლის ჯოშუა რაისიც ბინაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვა.

ინფორმაციას უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ

ბინა, სადაც ცხედრები იპოვეს, მეტრო ლუისვილის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.
ოფიციალური უწყებების თქმით, გარდაცვლილები ერთმანეთს იცნობდნენ. კანდელაკის ავტომანქანა ბინასთან დაპარკინგებული იპოვეს. 

კანდელაკის მეუღლემ ქმრის გაუჩინარების შესახებ პოლიციას ხუთშაბათს აცნობა, როდესაც მისი ქმარი მას და ბავშვებს მაიამიში უნდა შეხვედროდა, მაგრამ ვერ მოვიდა.

ჯერჯერობით პოლიციას არავინ დაუკავებია. სამართალდამცავები არც ეჭვმიტანილების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.

 

Print