ახალი ამბები
უფასო ინტერნეტი ქუთაისში ხუთ ადგილას გავრცელდება
FaceBook
მიმდინარე წლის გაზაფხულიდან კომპანია "დატაკომი"  ქუთაისში ხუთ ლოკაციაზე უფასო ინტერნეტს გაავრცელებს.

მათ შორისაა, ბაგრატის ტაძარის ეზო და გაბაშვილის პარკი.

"ჯერჯერობით, ლოკაციები საბოლოოდ შერჩეული არაა. თუმცა, ამ ეტაპზე ვიცით, რომ იქნება უვადო და ყველა მოწყობილობისთვის ლიმიტი ისევ შენარჩუნდება. თუმცა, ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ხმოვანი ზარი განახორციელოს სხვადასხვა აპლიკააციით, ვაიბერი იქნება თუ სკაიპი. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური გადაიარაღება. არსებული აპარატურა უფრო თანამედროვე და მოქნილი მოწყობილობებით ჩანაცვლდება," - ამბობს  კომპანია "დატაკონის" წარმომადგენელი ავთანდილ ლომინაძე. 

კომპანია "დატაკომი" უფასო ინტერნეტის მიწოდების ხარჯებს თავად გაიღებს. თუმცა, ამ დროისთვის რა თანხები დაიხარჯება, ცნობილი არაა, რადგან ეს დატვირთვაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება, მოწყობილობებს, "დატაკომში" ამბობენ, რომ ისინი, შესაძლოა, კერძო საკუთრებაში განთავსდეს.

"როცა შეირჩევა ლოკაციები, საკუთრების მფლობელთან მოლაპარაკებები გვექნება. არ მგონია, ვინმემ ქალაქის სასიკეთოდ უარი თქვას ტექნიკის განთავსებაზე, ისევე როგორც გასული წლის შემთხვევაში იყო,"- აცხადებს "დატაკომის" ხელმძღვანელი, ავთანდილ ლომინაძე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ინტერნეტის თავისუფლება, როგორც ერთ-ერთი ძირითადი და ფუნდამენტური უფლება, არაერთი საკანონმდებლო აქტით აღიარა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია კი სახელმწიფოებს მოუწოდებს ხელი შეუწყონ ციფრულ წიგნიერებას და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ინტერნეტით უზრუნველყონ.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ინტერნეტზე წვდომისა და მისი თავისუფლად სარგებლობის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.
თუმცა, განსაზღვრული არ არის თუ ვინ უნდა უზრუნველყოფს მისი მიწოდება.

ქუთაისში ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის უფასო ინტერნეტი ამ დროისთვის არ არსებობს. გასული წლის განმავლობაში კი ქალაქში თავისუფალი ინტერნეტის მიწოდებას კერძო კომპანია საკუთარი ინიცატივით უზრუნველყოფდა. ეს სერვისი მხოლოდ ცენტრალურ ბულვარში იყო ხელმისაწვდომი. ამჟამად მობილურ მოწყობილობებს wifi-ით დაკავშირება არ შეუძლიათ, რადგან ქსელი გათიშულია. ქლაქში ახალგაზრდობა უფასო ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ამავე თემაზე: 

არარსებული უფასო ინტერნეტი და მისი პერსპექტივა ქუთაისში
Print