ახალი ამბები
სოფელ ჟონეთში მდინარე რიონის ნაპირის გამაგრება მოხდება
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში მდინარე რიონის ნაპირის გამაგრება იგეგმება.
ნაპირსამაგრი სამუშაობისთვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 1 120 676 ღირებულების ტენდერში (DAP170000192) განაცხადების მიღება 18 იანვარს დაასრულა.

სოფელ ჟონეტში უხვი ნალექის გამო მოდიდებული მდინარე ადგილობრივების სახლებს და კარმიდამოებს სისტემატიურად ტბორავს, მოსახლეობას მოვარდნილამა წყალმა გასულ წელს მოსავალიც გაუნადგურა. ადგილობრივები აღნიშნული პრობლემის მოგვარებას წლებია ითხოვენ.

სავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ადგილზე ნაპირსამაგრი სამუშაობი ორ უბანზე უნდა განხორციელდეს, რამაც ხელი უნდა შეუშალოს მდინარე რიონის კალაპოტიდან საცხოვრებელ ტერიტორიამდე მისვლას. ტენდერში გამარჯვებული კომპანია  უახლოეს მომავალში უნდა გამოვლინდეს, ხოლო ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღეში უნდა დაიწყოს და ოთხ თვეში უნდა დასრულდეს.


ამავე თემაზე:

ნაწილობრივ ანაზღაურებული ზარალი და საშიშ ზონაში დარჩენილი მოსახლეობა

წყალტუბოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან (ფოტო)


Print