ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში 3000 სტუდენტს სტატუსი შეუჩერეს
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 000 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა.
სასწავლებლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტატუსის შეჩერება რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა.

"ეს ის სტუდენტები არიან, რომლებსაც სტატუსი შეუჩერდათ ფინანსური ვალდებულების არშესრულების, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, უცხოეთში სწავლის, აკადემიური ჩამორჩენილობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ა.შ. საკმაოდ ხშირია სტატუსის შეჩერება საკუთარი განცხადებების საფუძველზეც", - განმარტავენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მათი თქმით, სწავლის ქირის გადაუხდელობის გამო, სტატუსის შეჩერების ბრძანება თანხის გადახადის ვადის ამოწვირვიდან უახლოეს ორ კვირის განმავლობაში იწერება. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტები სწავლის თანხად დაფარავენ, მათ სტუდენტის სტატუსი ავტომატურად ორ კვირის განმავლობაში აღუდგებათ.

"სტუდენტებსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება განსაზღვრავს მხარეების ურთიერთობის ფორმასა ურთიერთვალდებულებებს.
შესაბამისად, თუ სტუდენტს სტატუსი უჩერდება, მისივე მიზეზით, იგი ვერ განახორციელებს იმ აქტივობებს, რაც გათვალისწინებულია "აქტიური" სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის", - ამბობენ სასწავლებელში.

მათი თქმით, სტუდენტების ინფორმირება მათი სტატუსის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით ხშირად ზეპირი გაფრთხილებით, ჯგუფური შეხვედრებით ან კორპორაციულ ფოსტაზე ინფორმაციის დაგზავნითაც ხდება. თუმცა, სტუდენტების ინფორმაციის მიწოდების მიზნით,  აუდიტორიაში სტატუსშეჩერებული სტუდნტების პირადი მონაცემები განათავსეს. რომლითაც პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექცია დაინტერსედა. საკითხს, თავად, სასწავლებლის დისციპლინარული კომისიასაც სწავლობს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტტში 11 000-მდე სტუდენტი სწავლობს. სადაც სწავლის გადასახადი საშუალოდ 2 250 ლარს შეადგენს.
Print